თავდამსხმელმა ოსლოს ერთ-ერთ სკოლაში დანით 4 ადამიანი დაჭრა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ სკოლაში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მასწავლებელი და სკოლის სამი თანამშრომელი დაჭრა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა თავდასხმის მოტივი უცნობია.

ოთხივე დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.