მკვდარი ვეშაპის მუცელში 40 კგ პოლიეთილენი იპოვეს

ფილიპინების სანაპიროზე გამორიყული მკვდარი ვეშაპის მუცელში 40 კგ პოლიეთილენის პარკები იპოვეს. ინფორმაციას და ფოტოს დე’ბონეს მუზეუმი ფეისბუკზე ავრცელებს.

მუზეუმი წერს, რომ ვეშაპი 16 მარტს აღმოაჩინეს, მის მუცელში კი 40 კილოგრამი პოლიეთილენის პარკები იპოვეს, მათ შორის, ბრინჯის 16 ტომარა და სხვა ტიპის ათობით პოლიეთილენის “საშოპინგო” ჩანთა. მუზეუმი ფეისბუკ-განცხადებაში წერს, რომ ამ ოდენობის პოლიეთილენი დიდი ხანია არ უნახავთ გარდაცვლილ ცხოველში.

რიგი ქვეყნებისთვის, მათ შორის, ჩინეთისთვის, ინდონეზიისთვის, ვიეტნამისთვის, ტაილაინდისთვის და ფილიპინებისთვის, ოკეანის დაბინძურება პოლიეთილენითა და პლასტმასით დიდ პრობლემას წარმოადგენს. BBC კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ხუთი ქვეყნის მიერ გამოყენებული პოლიეთილენის 60% ოკეანეში ხვდება.