ძლიერი ქარის გამო თბილისში 15 შენობის სახურავი და 10 ავტომანქანა დაზიანდა

ძლიერი ქარის გამო თბილისში გუშინ, 17 მარტის 15:00 საათიდან 18 მარტის დილამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 68 შეტყობინება შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ქარმა თბილისში 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 14 ხე და ერთი შუქნიშანი დააზიანა.

 

ქარის გამო დაზიანებული სახურავი 18.03.19 ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ქარის გამო დაზიანებული ხე 18.03.19 ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ქარის გამო დაზიანებული შუქნიშანი 18.03.19 ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური