ოკაცეს კანიონი 19 მარტიდან გაიხსნება

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ვიზიტორები კანიონის დათვალიერებას 19 მარტიდან შეძლებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი, დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის; გვერდითი დამცავი ბაგირები უჟანგავი ბაგირებით შეიცვალა, შედეგად, კანიონში მოგზაურობა უფრო უსაფრთხო იქნება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს. ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით.