დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ტექნიკის საწყობი იწვის

დიდ დიღომში საწყობს ხანძარი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მეხანძრეთა 11 ჯგუფია მობილიზებული.

ხანძარი, სავარაუდოდ, ტექნიკის საწყობში გაჩნდა. სააგენტოს ინფორმაციით, შენობიდან უვნებლად გამოყვანილია ერთი პირი. დამწვარია 600 კვ/მ ფართობი.

 

შარბათი იწვის

Posted by Beqa Kurtanidze on Sunday, March 17, 2019