ომში მოკლულ ქალთა უხმო ისტორიები – ფემიციდი კონფლიქტის ზონაში[ანონსი]

სოციალური კამპანია -„ფემიციდი კონფლიქტის ზონაში”ომში მოკლული ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიების მოძიებით ომის მეხსიერების აღდგენას, სიმართლის გამოაშკარავებას და ამ გზით ტრავმის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. კამპანია 15 მარტს 15: 00 საათზე სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ.თბილისი, უზნაძის #68) არსებული სკვერის ყვავილებით შემკობით გაიხსნება.

კამპანია მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

[checklist]

[/checklist]

კონფლიქტის დროს ჩადენილი ქალთა და გოგონათა მკვლელობები   მიმართულია როგორც პირდაპირ ქალზე, ასევე, ირიბად, მთელ მოსახლეობაზე. აღნიშნული გზით ხდება კონფლიქტის ზონის მოსახლეობის დაშინება და ტერიტორიის დატოვების იძულება. მიუხედავად ძალადობის დაუნდობელი და სასტიკი შემთხვევების სიმრავლისა, მსხვერპლი ქალები ხშირად „უჩინარნი“, დამნაშავეები კი დაუსჯელნი რჩებიან. საგულისხმოა, რომ ეს დანაშაული საქართველოში სათანადო ყურადღების საგანი არასდროს გამხდარა.

„ფემიციდი კონფლიქტის ზონაში“ კამპანიის ფარგლებში შექმნილი ტრანსმედიაა. პროექტი აფხაზეთის ომის დროს 13 ქალის მკვლელობის ისტორიას მოგვითხრობს და მიზნად ისახავს  საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების დროს  მოკლული ქალების გახსენებას, ომის სისასტიკის გააზრებას და საზოგადოების ინფორმირებას,  ქალთა  ისტორიების მოძიებას – არსებული ცოცხალი მეხსიერების დაარქივებისათვის. პროექტი მოუწოდებს და საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია ომის მსხვერპლი ქალების შესახებ, გამოაგზავნოს ან ატვირთოს ისტორია სპეციალურად შექმნილი პლატფორმის საშუალებით და საკუთარი წვლილი შეიტანოს ომის მეხსიერების ვირტუალური საცავის შექმნაში. ამისათვის ეწვიეთ www.femicide.ge; www.newscafe.ge

ღონისძიება ტარდება „ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.