ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი – 7 ათასი ლარი იქნება, თავმჯდომარის მოადგილის – 6300, ხოლო წევრის – 6 000 ათასი ლარი.

 

კანონპროექტის ავტორი საკონსტიტუციო სასამართლოა, ხოლო ინიციატორი- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტთან დაკავშირებით იურიდიული დეპარტამენტისა და საბიუჯეტო ოფისის დასკვები დადებითია.

 

აღნიშნულ საკითხს პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გავა. 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 5 600 ლარით. საკონსტიტუციო სასამართლოს მოადგილის და მდივნის ხელფასია 4 800 ლარი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სარგო კი 4 000 ლარია.   

სააპელაციო სასამართლო

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *