მან ამის შესახებ ჟურნალისტებს სათანადო კითხვის პასუხად განუცხადა.
“საკითხი მსჯელობის საგანი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ არსებული რთული სისტემის პირობებში არ არის გამორიცხული, სამომავლოდ დღის წესრიგში მისი რეფორმირების საკითხი დადგეს.”
როგორც ამ საკითხზე კონსტიტუციონალისტმა ჯონი ხეცურიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციაში იმ ნორმის დაბრუნების მიზანშეწონილობას ხედავს, რომელიც ძალოვანი უწყებების გაერთიანებას კრძალავდა:
“ძალოვანი უწყებების ერთ ჭერქვეშ თავმოყრა მიზანშეწონილი არ არის, რადგან მომეტებულ საფრთხეს ქმნის. ძველი ამკრძალავი ნორმით, კონსტიტუციაში დაბრუნების საკითხი შესაძლოა საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მსჯელობის საგნად იქცეს.”
