რუსმა სამხედროებმა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შიდა ქართლში დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს.

“ორი პირია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”.

აღნიშნული ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება რუსი სამხედროების მიერ პერიოდულად ხდება. როგორც წესი, მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ ათავისუფლებენ.