პრესსამსახურის განმარტებით „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურეობრივი მოკვლევა, რისი დასკვნის საფუძველზეც შალვა ჯანიყაშვილი გადაყვანილია კადრების განკარგულებაში“.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი ბათუმგორაზე ნასვამ მდგომარეობაში, მანქანის რუპორიდან იგინებოდა,  ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა გაიძახოდა, რომ „შაკოა კასპიდან“, „ბათუმელებმა“ თვითმხილველებზე დაყრდნობით 3 სექტემბერს გაავრცელა. 

 

ფანდური პოლიციის ავტომანქანაში, საიდანაც პოლიციელი იგინებოდა

იმავე დღეს, „ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში შალვა ჯანიყაშვილმა, განაცხადა, რომ ზუგდიდში იმყოფებოდა და არ იცოდა, ვინ მართავდა ავტომანქანას, რომლის სახელმწიფო ნომერია CIC 221 (ფოტო გადაღებულია თვითმხილველის მიერ). 

 

ვინ მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით CIC 221, სად იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი და ასრულებდა თუ არა ის დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას ბთუმში? – მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინსტროს “ბათუმელებმა”ამ კითხვებით მიმართა და ბათუმგორაზე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა,  უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ  ფაქტთან დაკავშრებით გენერალურმა ინსპექცამ მოკვლევა  დაწყო, დღეს კი ცნობილი გახდა გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილების შესახებ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *