აეროპორტში აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, მისი ქართველი კოლეგა არჩილ გეგეშიძე და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკიც იმყოფებოდნენ. ეს აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.
“ხვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში მიიღებს.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. პენტაგონის უმაღლესი წარმომადგენელი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს”,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.
