“ის სისტემა, რაც დავანგრიეთ და დავანგრიეთ, დიახ, წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემა ციხეში, გარკვეულწილად ალბათ ამ ლიბერალიზაციამ, ალბათ სხვანაირი ასახვა ჰპოვა იმ ადამიანებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, შეიძლება მიდრეკილნი არიან ძალადობისკენ. ეს არ არის გამართლება, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დანაშაულის პრევენცია, წინასწარი აღკვეთა და ბრძოლა ძალიან ეფექტურად უნდა წარიმართოს,” – თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

მისი თქმით, მკვლელობა არის ის პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მიმართაც.

 

“სამწუხაროდ, და შეიძლება ვთქვათ, მართლა საგანგაშოდ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყჰო, რომ მკვლელობა, არ არის მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლინება – ძალიან აქტიურად გამოიკვეთა ეს მამაკაცების მიმართაც,”– თქვა მანანა კობახიძემ

 

როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში მმართველობის სისტემა ძალადობაზე იყო დაფუძნებული.

 

“წლების განმავლობაში არსებული მმართველობის სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო, სამწუხაროდ, ძალადობაზე და ეს ვლინდებოდა ყველგან, ყველა სფეროში. განსაკუთრებით, ჩვენ ძალადობისა და სისასტიკის აბსოლუტურად გაუგონარ, გაუმართლებელ შემთხვევებს ვხვდებოდით წლების განმავლობაში იმ სისტემაში, რომელიც ყველაზე უფრო დიდი რისკების შემცველია, ეს იყო სასჯელაღსრულების დაწესებულება.

 

ეს ადამიანები როცა უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, თავისთავად, ხშირად მათი ქცევა შეიძლება იყოს რისკის შემცველი. რა თქმა უნდა, მე არავის გამართლებას არ ვცდილობ, თითოეული მკვლელობა უნდა იყოს განგაშის საგანი,”– თქვა მანანა კობახიძემ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *