თათრეთის ქალაქ ნაბერეჟნი ჩელნის სასამართლომ 28 დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა აქტივისტს, კარიმ იამადაევს, რომელმაც საგამოძიებო კომიტეტის წინ პუტინის საფლავის ინსტალაცია დადგა. ამის შესახებ Currenttime წერს. 

აქტივისტმა ინსტალაცია 10 მარტს შექმნა. მასზე, პუტინის ფოტოს ქვეშ – “1952−2019” წერია. პუტინი მართლაც 1952 წელსაა დაბადებული. აქტივისტი 11 მარტს დააკავეს.