პირველ არხზე MasterChef-ის ქართული ანალოგი გავა

საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველ არხზე MasterChef-ის ქართული ანალოგია გავა. ტელეკომპანია ჯერჯერობით არ ამბობს, თუ როდიდან გაუშვებს გადაცემას ეთერში, თუმცა ამბობენ, რომ კულინარული ტელეშეჯიბრი წინაწარმოების ეტაპზეა.

MasterChef კულინარული გადაცემაა, რომლის მონაწილეებიც ერთმანეთს სხვადასხვა კერძის მომზადებაში ეჯიბრებიან. თამაშის წესების მიხედვით, ყოველ კვირას გადაცემას თითო ან რამდენიმე მონაწილე ტოვებს. გადაცემის ამერიკულ ანალოგში გამარჯვებული ფულადი პრიზითა და საკუთარი კულინარული წიგნის გამოცემის საშუალებით ჯილდოვდება.

ამერიკული MasterChef-ის ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოში ცნობილი კულინარი გორდონ რამზია.