კასპში ქურდობის ბრალდებით 49 წლის პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 49 წლის ადამიანი დააკავეს ქურდობის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული კასპის სოფელ ბარნაბიანთკარში მოქალაქეების კუთვნილ საცავსა და ორ სახლში შეიპარაა და რაღაცები მოიპარა.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ბინასა და სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.