პუტინის განცხადებით, საკითხის ასე დაყენება ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესბის გათვალისწინებით გახდა საჭირო, რადგან მათ “შველა ჭირდებათ”.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით. ევროკავშირი რუსეთს ერთ კვირას აძლევს იმისთვის, რომ შეცვალოს კურსი უკრაინასთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებს გაამკაცრებს, თუმცა კონკრეტულად რა იქნება ეს სანქციები, ჯერ-ჯერობით უცნობია.
რუსეთი კვლავ უარყოფს ბრალდებას, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მისი რეგულარული ჯარი იმყოფება, რომელმაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს ეხმარება.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეუძლებელია უკრაინის კრიზისის დასრულების წინასწარმეტყველება. ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ რუსეთის პირველ არხს მისცა.
