აზერბაიჯანში დაკავებული სომხეთის ჯარისკაცი მესამე ქვეყანას გადასცეს

ოფიციალური ინფორმაციით, იქამდე, სანამ სომხეთის ჯარისკაცს მესამე ქვეყანას გადასცემდნენ, მას წითელი ჯვრის წარმომადგენლობა შეხვდა. მესამე ქვეყანა ამ ეტაპზე არ სახელდება. 

 

აკოპ ინჯიგულიანი აზერბაიჯანის სამხედროებმა 2013 წლის 8 აგვისტოს აგდამის რაიონში დააკავეს. მაშინდელი ინფორმაციით, სომხეთის წარმომადგენელმა აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორია უკანონოდ გადაკვეთა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.