ქობულია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებისა და მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

“როგორც ხედავთ, აქ ვარ, ვაგრძელებ მუშაობას. მე ვემსახურები ამ ქვეყნის საქმეს. ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია, ეს ვიღაცას არ მოეწონოს და ზუსტად ეს ხალხია, ვინც ყრის ამ ჭორებს. მაგრამ მე მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ, სანამ აქ ვარ”, – განუცხადა ქობულიამ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში, სადაც ის პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

რამდენიმე მედიასაშაულებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პოსტს ტოვებს.