კაცი, რომელმაც პოლიციის წინ თავის დაწვა სცადა, რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას

კაცი, რომელმაც გუშინ, 5 მარტს, თბილისში, პოლიციის წინ თავის დაწვა სცადა, ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. როგორც ექიმი გიორგი დავლიანიძე განმარტავს, მას სხეულის 30% დამწვარი აქვს.

“პაციენტი შემოვიდა 5 რიცხვში, დაახლოებით 8 საათზე. დიგანოზი – სხეულის 30%-ის მესამე ხარისხის დამწვრობა, სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში გადის შესაბამის მკურნალობას,” – ამბობს გიორგი დავლიანიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

მოქალაქის მიერ თავის დაწვის მცდელობაზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის  მუხლით [115] დაიწყო. რუსთავი 2-ის თქმით, კაცმა თავი პროტესტის ნიშნად დაიწვა. ცეცხლის წაკიდებამდე მან ტელეკომპანიას უთხრა, რომ პოლიციელები მას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

მოქალაქემ თბილისში, პოლიციის შენობის წინ თავის დაწვა სცადა