2019 წლის იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში  12.2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 21%-ით მეტია.

როგორც სააგენტო აცხადებს, ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია:

წლის დასაწყისში სხვადასხვა მოცულობის ღვინო ექსპორტზე 115-მა კომპანიამ გაიტანა.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4.2 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 10  ქვეყანაში ექსპორტირებულია 85.4 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 188% შეადგინა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 43.6 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ს აღწევს.