დღეს ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება.
ღონისძიებაზე 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრია მიწვეული.
პრემიერ–მინისტრმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ქვეყნის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში 2014 წლის 10 აგვისტოს გაიმარჯვა. ერდოღანმა, რომელიც ათწლეულზე მეტი დროით იკავებდა პრემიერ–მინისტრის თანამდებობას, არჩევნები 52%–ით მოიგო.
