თსუ-ში საგნების არჩევა ერთი კვირით გადაიდო, ფინალურები 26 ივლისამდე გაგრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური რეგისტრაცია ერთი კვირით გადაიდო: საგნების არჩევა 4 მარტის ნაცვლად 11 მარტს იწყება ყველა ფაკულტეტზე, იურიდიულის გარდა. იურიდიულ ფაკულტეტზე საგნების არჩევა 12 მარტს დაიწყება.

ამასთან, ფინალური გამოცდები 26 ივლისამდე გაგრძელდება, დამატებითი გამოცდები — 7 აგვისტოს. შარშან დამატებითი გამოცდები  27 ივლისს დასრულდა.

გაზაფხულის სემესტრისთვის თსუ-ის ბაკალავრიატის სტუდენტები sms.tsu.ge-ს ბაზიდან გადაიყვანეს lms.tsu.ge-ს ბაზაზე, თუმცა სატესტო პერიოდში lms ხარვეზებით მუშაობდა.

[yellow_box]

სემესტრის ვადები (იურიდიული ფაკულტეტის გარდა): [/yellow_box]

სემესტრის ვადები იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის:

[red_box]მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა:[/red_box]