“ბედნიერება: მარქსიზმი vs კაპიტალიზმი” — ჟიჟეკის და პიტერსონის დებატის თემა

სლავოი ჟიჟეკსა და ჯორდან პიტერსონს შორის საჯარო დებატი 19 აპრილს ჩაინიშნა. დებატის თემაა: “ბედნიერება: მარქსიზმი კაპიტალიზმის წინააღმდეგ”. ეს ინფორმაცია თვითონ პიტერსონმა გაავრცელა 28 თებერვალს. კრიტიკული თეორიის თეორეტიკოსის, ჰეგელიანელი-მარქსისტი ფილოსოფოსის სლავოი ჟიჟეკისა და ფსიქოლოგიის პროფესორის, მემარჯვენე ჯორდან პიტერსონის დაპირისპირება რამდენიმე თვეს ითვლის. წაიკითხეთ დაპირისპირების დეტალები ნეტგაზეთზე: ჟიჟეკსა და ჯორდან პიტერსონს შორის დებატები, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება