ISIS- ის წევრებმა ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს

მომხდარის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

 

YouTube-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ჟურნალისტი ფული შავებში ჩაცმული კაცის გვერდით მუხლებზე დგას. გრაფიკულ გამოსახულებაში ჩანს, რომ მას თავი მოკვეთეს.

 

ვიდეოში ჩანს, რომ ფოული კითხულობს შეტყობინებას, რომელიც, სავარაუდოდ, სცენარის მიხედვითაა დადგმული, რომ მისი “რეალური მკვლელი” არის ამერიკა.

 

“ნეტავ მეტი დრო მქონოდა. ვნატრობ, რომ მქონდეს იმედი გათავისუფლებისა და ჩემი ოჯახის კიდევ ერთხელ ნახვის”,- ამბობს ფოულის ხმა ვიდეოში.

 

ისლამისტები აცხადებენ, რომ  ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმების გამო შურისძიებაა, იუწყება “ბიბისი”.

 

ფოულის დედა  ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ საკუთარი შვილით ამაყობს:

 

“მან მთელი თავისი ცხოვრება შეალია იმას, რომ ეჩვენებინა მსოფლიოსათვის სირიელი ხალხის ტანჯვა.”

 

ფოული ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მუშაობდა. თანამშრომლობდა სხვადასხვა საინფორმაციო სასუალებებთან, მათ შორის ამერიკულსა და ფრანგულთან.

 

ვიდეოს დასასრულს კადრში კიდევ ერთი ტყვე ჩანს, რომელიც იდენტიფიცირებულია, იგი ამერიკელი ჟურნალისტი  სტივენ სოთლოვია. მის გამოჩენას კადრში გაფრთხილებაც ახლავს, რომ მისი ბედი დამოკიდებულია პრეზიდენტ ბარაკ ობამას შემდეგ ნაბიჯზე.

 

ევროპის პრესფოტოსააგენტო (EPA)

 

მომხდარის შესახებ აშშ-ის პოზიცაზე წერს ამერიკული სააგნეტოც.

 

ისინი წარმოადგენენ საერთაშორისო საფრთხეს, უფრო დაუნდობელი, ვიდრე “ალ ქაიდა”. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საჰაერო ძალები, შევაიარაღოთ ქურთები, მხარი დავუჭიროთ ერაყის არმიის წინააღმდეგ სპეციალურ ოპერაციებს,” თქვა პიტ კინგმა, ნტიტერორისტული და დაზვერვის სახლის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ.

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გავრცელებული ვიდეოს შესახებ სამშაბათს კომენტარი არ გაუკეთებია.