ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საფხულის სიცხისგან თავის დასაცავად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
არ გახვიდეთ მზეზე შუადღის საათებში.
რეგულარულად მიიღეთ წყალი.
ჩაიცვით მსუბუქი, თავისუფალი, ბამბისგან დამზადებული ტანსაცმელი.
გარეთ გასვლისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი პროდუქცია.
მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული; თავი აარიდეთ მძიმე საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ბევრი ყავის მიღებას.
თავი შეიკავეთ მოწევისგან.
მოაგროვეთ ინფორმაცია მაღალი ტემპერატურისგან გამოწვეული დაავადებების სიმპტომების შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართოთ ექიმს.
მიაქციეთ ყურადღება გარემოს:
სახლსა თუ ოფისში ეცადეთ, რომ კონდინციონერი გარეთ არსებულ ტემპერატურასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ტემპერატურაზე მომართოთ (დაახლოებით 28°C–მდე); კარგია ვენტილიატორის გამოყენებაც.
დღის ცხელი მონაკვეთების განმავლობაში, თუკი მზე ოთახში პირდაპირ შემოდის, ჯობს ფანჯრები დახუროთ და ფარდები ჩამოაფაროთ.
გამორთეთ ზედმეტი, არასაჭირო სითბოს წარმომქმნელი მოწყობილობები, მაგალითად, ვარვარას ნათურა.
იყავით ინფორმირებულნი: გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები, თვალი ადევნეთ ამინდის პროგნოზს.
მაღალი ტემპერატურა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი შედარებით უფრო დაუცველი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან ბავშვები, მოხუცები, უსახლკაროები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. თუმცა ძლიერ სიცხეში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს რისკის ქვეშ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ცხელ ამინდში დატვირთულ ფიზიკურ საქმიანობას ეწევა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 11 წლის წინ, 2003 წელს ევროპაში გაზრდილმა ტემპერატურამ სიკვდილიანობის 4–5–ჯერ მატება გამოიწვია იმ მაჩვენებელთან შედარებით, რასაც ცხელი ზაფხულის პიკზე ელოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით 70 000 ადამიანი გარდაიცვალა.
