საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის მონაწილეთა სია ცნობილია. კონკურსში, რომელმაც ერთი მეურვე უნდა შეარჩიოს, 9 ადამიანი მონაწილეობს.
ერთი კანდიდატი, რომელიც სამეურვეო საბჭოში ზაზა შათირიშვილს ჩაანაცვლებს, შესარჩევმა კომისიამ უნდა შეარჩიოს, რომელიც უკვე დაკომპლექტებულია. კანდიდატების კონცეფციები ამ დროისთვის გამოქვეყნებული არ არის.
ზაზა შათირიშვილმა, რომელიც სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული, საბჭო გასული წლის 24 დეკემბერს დატოვა.
პარლამენტმა GPB-ს ბორდის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა