ტრამპს საარჩევნო კამპანიის ყოფილი თანამშრომელი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტს მისი საარჩევნო კამპანიის ექსთანამშრომელი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავარცელებს.

ალვა ჯონსონი ამბობს, რომ 2016 წელს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ტრამპმა მას თანხმობის გარეშე, ძალით აკოცა ტუჩებში, რამაც ფსიქოლოგიური ტრავმა და ემოციური ზიანი მიაყენა. ის ასევე ამბობს, რომ სქესისა და კანის ფერის გამო დაიჩაგრა, რადგან მის თეთრკანიან კაც თანამშრომლებს, რომლებიც ანალოგიურ საქმეს აკეთებდნენ, მეტი გადაუხადეს.

თეთრი სახლი ბრალდებებს უარყოფს და ჯონსონის მონათხრობს აბსურდს უწოდებს.