ავსტრალიელმა პითონმა მგზავრის ჩანთით 15 ათასი კილომეტრი იფრინა

ავსტრალიელმა პითონმა დაახლოებით 15 ათასი კილომეტრი იფრინა შოტლანდიელი მგზავრის ჩანთით. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მგზავრმა მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიტყო, მის ჩანთაში გველი რომ იყო მოთავსებული, მას შემდეგ, რაც ჩანთა გახსნა და ფეხსაცმელში მოკალათებული პითონი აღმოაჩინა.

შოტლანდიელმა მოირა ბოქსალმა, რომელიც ავსტრალიაში დასასვენებლად იმყოფებოდა, გლაზგოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში დარეკა, მათ გველი დახმარების აღმოსაჩენად ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

გველმა მგზავრობისას კანის გამოცვლაც მოასწრო. გველი ლაქებიანი პითონი აღმოჩნდა, რომელიც ადამიანისთვის სახიფათო არ არის.