როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ  საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ეს თანადგომის, თანამშრომლობის დოკუმენტია: 

 

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი უყურებდეს ჩვენს ჯარს, როგორც საკუთარ შვილებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ჯარი მშვიდობიანად გრძნობდეს თავს და არასოდეს არ იყოს გამოყენებული ჯარი. პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ თუ გინდა მშვიდობა, უნდა შეიარაღდე და ჯარი უნდა იყოლიო. ჩვენი ჯარი უნდა იყოს ძლიერი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა, საქართველოზე გალაშქრება. ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენიმე დღის წინ ვიყავით დიდგორზე, ეს ბრძოლა აღინიშნა და უნდა ითქვას, რომ დიდგორი არ დამთავრებულა. როგორც ადრე ვთქვით, სანამ იქნება ეს დედამიწა, დიდგორი იქნება”, – აღნიშნა ილია მეორემ. 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სასწავლო დაწესებულებებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, ასევე, დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით ღვთისმსახურთა დახმარებას გულისხმობს.

 

“შეთანხმება სულიერი, ზნეობრივი და მამულიშვილური საწყისების განმტკიცებას, სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულების კიდევ უფრო ღრმად გააზრებას, სამხედრო-პატრიოტული სულის აღორძინებასა და განმტკიცებას ითვალისწინებს. მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სარწმუნოებრივი შემწყნარებლობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას”.- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

   

ილია მეორე და ირაკლი ალასანია ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

 

ილია მეორე და ირაკლი ალასანია ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *