სექსუალური ორიენტაციის გამო აზერბაიჯანში მშობლებმა შვილის დაწვა სცადეს

აღნიშნულ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე. მას შემდეგ, რაც ბიჭის მშობლებმა გაიგეს, რომ მათი შვილი გეია, მისი დაწვა ბენზინით სცადეს. გარდა ამისა, მშობლებმა ბიჭზე სხვადასხვა ფორმით იძალადეს, რომლის კვალიც მას სხეულზე აღენიშნება.



Post by LGBT Azerbaijan Alliance.

 

ორგანიზაციის განცხადებით, მ.ნ.–მა სახლიდან გაქცევა შეძლო, მაგრამ პირადი დოკუმენტაციის სახლიდან წამოღების საშუალება მშობლებმა არ მისცეს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ იგი ახლა საიმედო ადგილას იმყოფება:

 

“მაგრამ მას საფრთხე კვლავ ემუქრება. ამავდროულად, ბიჭს შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება და ქვეყანას ვერ დატოვებს, რადგან მშობლებმა დოკუმენტები წაართვეს”. 

 

ალიანსის განცხადებით, მ.ნ.–ს უცნობი პირი “ფეისბუქის” საშუალებით აშანტაჟებდა. იგი მ.ნ.–ს  ემუქრებოდა, რომ მის მშობლებს იმ ფოტოს გაუგზავნიდა, რომელზეც  ლგბტ ფორუმში მისი მონაწილეობაა ასახული.