ბესელია: ირაკლი კობახიძე არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე [ვიდეო]

ეკა ბესელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც მისი და კიდევ 8 დეპუტატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს უნდა უყარონ დღეს კენჭი, სიტყვით გამოვიდა.

ბესელიამ ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს მისი, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის და უმრავლესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატის “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფელირება სცადა. როგორც ბესელიამ განაცხადა, იმ პოლიტიკურ ძალასთან აფელირება მიუღებელია, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა და რომელიც მის ოჯახს დევნიდა.

ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეზე საუბრისას განაცხადა, რომ ის არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე. მისი თქმით, კიდევ მეტს ისაუბრებდა კობახიძეზე, პარლამენტის თავმჯდომარეს რომ არ დაეტოვებინა პლენარული სხდომა კენჭისყრამდე.

ეკა ბესელიას, სავარაუდოდ, ბოლო სიტყვით გამოსვლა პარლამენტში უმრავლესობის წევრის რანგში: