პრემიერმა “ვაზიანი- 2014”-ის საველე სწავლებაში მონაწილეობისთვის დანა და სიგელი მიიღო

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მთავრობის  მეთაურმა სიგელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძისგან მიიღო. ხოლო აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა  პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ მას სპეციალური საჩუქარი – დანა გადასცა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა საჩუქარი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისგან დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაულზე მიიღო.