იაპონელმა მეთევზეებმა ღრმა წყლების 2 იშვიათი ბინადარი დაიჭირეს
ერთ-ერთი თასმა-თევზი გემზე ამოყვანისას შუაზე გაწყდა და ერთ-ერთმა მეთევზემ შეჭამა, მეორე კი პორტში მიყვანის შემდეგ მოკვდა.
როგორც CNN წერს, 2019 წლის დანმავლობაში იაპონიასა და პერუში ხმელეთზე რამდენიმე მკვდარი თასმა-თევზი გამოირიყა. ადგილობრივების რწმენით, ეს შესაძლოა მიწისძვრის ან ცუნამის მოახლოებაზე მიანიშნებდეს.
იაპონიაში თევზის ამ სახეობას “Ryugu no tsukai”-ს უწოდებენ, რაც ზღვის ღმერთის სასახლის მაცნეს ნიშნავს. ლეგენდის მიხედვით, თასმა-თევზი მიწისძვრის მოახლოებისას ნაპირზე ირიყება.
მათ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, რაც 2011 წელს ფუკუშიმას მიწისძვრასა და თანმხლები ცუნამის შედეგად 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ მოვლენას კი ერთი წლით წინ უსწრებდა ხმელეთზე ათობით თასმა-თევზის გამორიყვა.
მიუხედავად იაპონელების ამგვარი რწმენისა, მეცნიერები ლეგენდის მართებულობას უარყოფენ.