თბილისში 40 წლამდე კაცი მოკლეს

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

ადგილობრივების განცხადებით, მათ რამდენიმე გასროლა გაიგეს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთით ისჯება.