ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა

პრესსამსახურის ცნობით, დღეს  ილია მეორის მიწვევით ირაკლი ღარიბაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში იმყოფებოდა.

 

“პრემიერმა უწმინდესის მშობლიური სოფელი მოინახულა და  დღე პატრიარქთან ერთად გაატარა. მთავრობის მეთაურმა და კათოლიკოს–პატრიარქმა ერთად დაათვალიერეს ლარსის გამშვები პუნქტი და მოილოცეს დარიალის ხეობაში ახლად გახსნილი ეკლესია. დამშვიდობებისას უწმინდესმა ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.


ირაკლი ღარიბაშვილი და ცხენი
ირაკლი ღარიბაშვილი და ცხენი