ნეტგაზეთი | ცხინვალში ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს გამოსცემენ ცხინვალში ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს გამოსცემენ – Netgazeti
RU | GE  

ცხინვალში ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს გამოსცემენ

სამხრეთ ოსეთის ზახარ ვანეევის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გამოსაცემად ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს ამზადებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “Рес”-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა რობერტ გაგლოევმა განუცხადა.

მისი თქმით, ლექსიკონი 200 ეგზემპლარიანი ტირაჟით წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.


“ეს იქნება ისტორიაში პირველი ოსურ-აფხაზური ლექსიკონი, რომელშიც 4 ათასზე მეტი სიტყვა შევა. მოსამზადებელი სამუშაოები ჩვენ აფხაზ კოლეგასთან, მწერალ ილია გაგლოევთან ერთად განხორციელდა. სიტყვების შეგროვებისა და თარგმნის შრომატევადი პროცესი ორი წელი გაგრძელდა”, – განაცხადა გაგლოევმა.

 

მისი ინფორმაციით, გამოცემული ლექსიკონების ნახევარი აფხაზეთში გაიგზავნება.

 

“ვაპირებთ, დაახლოებით 100 ეგზემპლარი ჩვენს აფხაზ მეგობრებს ვაჩუქოთ, დანარჩენს გადავცემთ რესპუბლიკის სკოლებს, უნივერსიტეტს და ქალაქისა და რაიონის ბიბლიოთეკებს”.


როგორც ოსეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა სააგენტო “Рес”-ს განუცხადა, ასეთი ლექსიკონის გამოცემა ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას აფხაზ და ოს ხალხს შორის.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია