ახალი ამბები

ბედუკაძე თავდასხმაში ენმ-ს ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, ვაშაძეს ფიზიკურად გაუსწორდეს

14 თებერვალი, 2019 •
ბედუკაძე თავდასხმაში ენმ-ს ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, ვაშაძეს ფიზიკურად გაუსწორდეს

გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც  2012 წელს ციხეში წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში ფიგურირებდა, მასზე თავდახმის ორგანიზებაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

ბედუკაძის ამტკიცებს, რომ პირი, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დავალებას ასრულებდა. თუმცა ასევე ამბობს, რომ ამ პირს არ იცნობს. ვლადიმერ ბედუკაძის თქმით, პირი, რომელსაც არ იცნობს, ამბობდა, რომ ერთ-ერთი პატიმარი ბედუკაძის თანდასწრებით ციხის სხვა თანამშრომლებმა ე.წ. კარანტინში ცემით მოკლეს.

“ეს ადამიანი იყო მოგზავნილი ნაციონალური მოძრაობის მიერ. მესმის, რომ მათ პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ ციხის კადრების ლაქის ჩამორეცხვა. ეს ადამიანი აბსურდული ბრალდებით მოვიდა.

არ გამოვრიცხავ, რატომ უნდა გამოვრიცხო, თუ შეხვდება მეორე დღეს, შეიძლება მე გავუსწორდე ფიზიკურად ამ ადამიანს. “შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრსაც, ქუჩაში რომ ახლა შემხვდეს, ვაშაძეს თავი გავუტეხო ან ამნაირი დაზინაება მივაყენო”, – ამბობს ბედუკაძე “პრაიმტაიმის” ფეისბუკ ლაივში.

ლადო ბედუკაძე საავადმყოფოში მოხვდა, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი