პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა
ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიმართა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ირმა ხეცურიანმა ხმლით მოფარიკავეთა ტურნირის ფინალში უკრაინელი მეტოქე, ოლენა ფედოტა 15-10 დაამარცხა და მსოფლიო თასის ტურნირებზე მე-14 ოქროს მედალი მოიპოვა.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed