აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განმუხურთან აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

მომხდარ ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ასე განმარტავენ:

“ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად”.

აღნიშნული ბრალდებით საქართველოს მოქალაქეებს, როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან, გამყოფ ხაზებთან რუსი სამხედროები პერიოდულად აკავებენ. როგორც წესი, მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ ათავისუფლებენ.