ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი ცივი იარაღით დაჭრეს

დღეს, 11 თებერვალს, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის საქმეზე შსს-ს არავინ დაუკავებია.