როგორც შეხვედრის შემდეგ მედიას სამხრეთ ოსეთის მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის პოსტ კონფლიქტურ საკითხებში სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ ხოხ გაგლოითმა განუცხადა, ეს საკითხი სამხრეთ ოსეთთან არანაირ კავშირში არ არის და არც მომავალში ექნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში განიხილება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დამაკავშირებელი სავაჭრო ცენტრების ჩამოყალიბების იდეა, რომლებიც გამყოფ ზოლებთან უნდა აშენდეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ერგნეთის ბაზრობის იდეა უნდა შენარჩუნდეს.
|
|||||