შსს: 28 ტონა და 373 კგ ველურად მზარდი კანაფი გაანადგურდა

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ერთდროულად მინისტრის ბრძანებით ჩატარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ სამართალდამცველებმა ჩამოთვლილი რეგიონების სხვადასხვა სოფლების მიმდებარე ტერიტორიებიდან ჯამში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სულ 28 ტონა და 373 კგ მცენარე გაანადგურეს.

 

“შსს-ს სამხარეო სამმართველოების თანამშრომლებმა ველურად მზარდი კანაფი შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურეს. კანაფის განადგურების პროცესს სამხარეო მთავარი სამმართველოების, რაიონული განყოფილების უფროსები და შსს-ს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ”.- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.