თბილისის მერიამ ვერეს ხეობაში სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე ნებართვა გასცა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვერეს ხეობაში ორ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა. კალაძე თავის განცხადებაში განმარტავს, რომ სამშენებლო ნებართვაზე სულ 4 პროექტი არსებობდა, აქედან 2-ს უარი უთხრეს, ხოლო 2 დაკორექტირდა და, შესაბამისად, ისინი ვერეს ხეობაში აშენდება.

ერთ-ერთი პროექტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ძმის, ავთანდილ მახარობლიშვილის კომპანია”ლენდ მარკ პროჯექტი” ასრულებს, რომელსაც მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ  700 000-იანი ხელშეკრულება გაუფორმა ისე, რომ ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია. ამავე კომპანიას მინდობილობა გამოუცხადა შპს გამა-მ, რომელიც იმ ტერიტორიას ფლობს, რომელზეც სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდეს.

” ერთი არის სავაჭრო ცენტრი და მეორეა სასტუმრო. ეს ორი პროექტი შეთანხმებული იყო, თუმცა, ჩვენი ჩართულობით, ერთის შემთხვევაში შემცირდა მოცულობა – დაახლოებით 30 000 კვადრატი უნდა აშენებულიყო და 20 000-ზე ჩამოვიდა, ხოლო მეორე შემთხვევაში- გასწორდა, რომ არსებულ მიწის ნაკვეთზე ნარგავები მაქსიმალურად შენარჩუნდეს“, – განმარტა კახა კალაძემ.

კალაძე განმარტავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე არსებობს დასკვნები, რომ ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე მშენებლობა პრობლემას არ წარმოადგენს.

სასტუმრო

სასტუმრო, რომლის აშენების ნებართვაც მერიამ ვერეს ხეობაში გასცა, ატენის ქუჩის შესახვევში უნდა აშენდეს. ეს სწორედ ის შენობაა, რომელსაც ლენდ მარკ პროჯექტი” შეასრულებს.

საჯარო დოკუმენტაციაში ასვე ვკითხულობთ, რომ პროექტის კორექტირების შემდეგ შენობამ 6 მეტრით ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილისკენ გადაიწია, გაუქმდა მიწისქვეშა ავტოსადგომი და მათ ადგილას განთავსდა დამხმარე ფართები.

შენობის მიწის დონის ზემოთ 8 სართული იქნება, სადაც სასტუმროს ნომრები, ოფისები, სასადილო და დამხმარე სათავსოები მოეწყობა, ხოლო მიწისქვეშა (-1) სართულზე განთავსებულია დამხმარე სათავსოები.

ის ტერიტორია, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს. ფოტო: არქიტექტურის სამსახური

შენობის  საერთო ფართობი 4077.56 კვ. მ-ია. დოკუმენტაციის მიხედვით, შენობას სამხრეთიდან ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე, რომლის შუა წერტილი დაახლოებით 26 მეტრითაა დაშორებული საპროექტო შენობის ფასადიდან, რის მიხედვითაც განისაზღვრება მოცულობის მაქსიმალური სიმაღლე.

სავაჭრო ცენტრი

მეორე პროექტი, რომელსაც ვერეს ხეობაში ააშენებენ – სავაჭრო ცენტრია. ტერიტორიის მფლობელი  შპს “გამაა”, თუმცა არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ამ კომპანიის წარმომადგნელობაზე უფლებამოსილმა პირმა მინდობილობა “ლენდ მარკ პროჯექტის” დირექტორსა და მფლობელს, ავთანდილ მახარობლიშვილის გადასცა. 

“ლენდ მარკ პროჯექტმა” შეიმუშავა ამაევ სავაჭრო ცენტრის მუშა პროექტი.  ამ ტერიტორიაზე, დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა აშენდეს 6-სართულიანი ბიზნესცენტრის შენობა, ორი მიწისქვეშა სართულით ავტოპარკინგისთვის. მშენებლობის ვადა 2019 წლის 04 თებერვლიდან 2022 წლის 04 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა. შენობის საერთო ფართობი 6799.0 კვ.მ იქნება.

2015 წელს თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე  შეიწირა, ორი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ბუნებრივი კატასტროფის შედეგად სხვადასხვა სახის ზარალი 1041 ადამიანს მიადგა, მნიშვნელოვნად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურაც. ამ დრომდე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად 90 მლნ ლარამდე დაიხარჯა.


სტიქიის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საკუთარ ანგარიშში ის რეკომენდაციების გაწერა, რომელიც ქალაქს ამგვარი საფრთხეებისგან დაიცავდა,კერძოდ:

სასწრაფო ღონისძიებებისთვის საჭიროა:

საშუალო პერიოდის ღონისძიებები ჩასატარებელია შემდეგი სახის სამუშაოები, რომელიც მოიცავს: