“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოსგან ოფიციალური ნოტა მოეწოდა ევროკავშირის მხრიდან ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენებისთვის აუცილებელი პროცედურების დასრულების თაობაზე. თავის მხრივ საქართველოს საგარეო უწყებამ ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს საქართველოს მხარის ოფიციალური შეტყობინება ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე 2014 წლის 25 ივლისს გადასცა. შესაბამისად, ევროკავშირის პროცედურის მიხედვით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 431-ე მუხლის თანახმად, შეთანხმების კონკრეტული ნაწილების დროებითი გამოყენება დაიწყება 2014 წლის 1 სექტემბერს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ძალაში შევა ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 80 %, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ასოცირების შეთანხმების დროებითი გამოყენების პერიოდის განმავლობაში, მოქმედებას განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც არ ექცევა ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენების ფარგლებში. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება სრულად დაკარგავს ძალას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან. ასოცირების შეთანახმება სრულად მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მოახდენს მის რატიფიცირებას.
საგარეო უწყება: ასოცირების შეთანხმების ნაწილი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება

ასევე:
-
საქართველოსთან ჩართულობას ვცდილობთ, მაგრამ დაკავშირებადობის ნაწილშიც არსებობს პირობები — კოსი -
ელჩის მზაობის მიუხედავად, თბილისი აცხადებს, რომ დაკავშირებადობის მინისტერიალს არ დაესწრება -
„ოცნების“ სამი მანიპულაცია EU-ის გაფართოების ანგარიშზე -
თბილისი გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებს
-
23.11.2026 ამუშავდა მანქანა, მეუფე იობს ის დააბრალეს, რაც არასდროს ყოფილა – ეპისკოპოსი საბა -
23.11.2026 პენიტენციურში ამბობენ, რომ შეწყალებული პატიმრები ციხეებს დილით დატოვებენ -
22.11.2026 სრული აკრძალვის ნაცვლად, უკეთესი გზა მკაფიო რეგულირებაა – პროფესორი ნინო მუსერიძე -
22.11.2026 მიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა -
22.11.2026 ჩემთვის მთავარი კითხვაა, რა შეფასებას ეფუძნება ეს მიდგომა? – რეპროდუქტოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე -
22.11.2026 სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო – ერთი პირი დაკავებულია, ერთს ეძებენ