“აშშ-ის ხელისუფლების სამმა ოფიცილაურმა პირმა დამიდასტურა ცოტა ხნის წინ, რომ შეერთებული შტატების დაზვერვამ გასული 48 საათის განმავლობაში რამდენიმე ახლო სიშორის ბალესტიკური რაკეტის გასროლის ფაქტი დააფიქსირა უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართლებით”, – განაცხადა სი-ენ-ენის კორესპონდენტმა პენტაგონში ბარბარა სტარმა.
მისივე ინფორმაციით, საუბარია ხმელეთი-ხემელთის ტიპის რაკეტაზე, რომელიც 450 კგ-ს იწონის და პოტენციურად ასობით ადამიანის მოკვლა შეუძლია, თუმცა სი-ენ-ენს არ დაუზუსტებია ზემოხსენებული რაკეტების შედეგები.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რაკეტებს რუსეთის ფედერაციიდან ესვრიან. ამის თაობაზე აშშ სატელიტების მიერ დაფიქსირებული ფოტო-მასალაც გამოქვეყნდა, რასაც მოსკოვმა ტყუილი უწოდა.
Multiple Rocket Launcher Strikes within Ukraine (25/26 July) pic.twitter.com/unPzVA7uOZ
— Geoffrey Pyatt (@GeoffPyatt) July 27, 2014
