სურსათის ეტიკეტზე ტერმინების – “ორგანული” “ეკო”, “ბიო” არასწორი გამოყენება იკრძალება

სანქციები გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის Nო198 დადგენილებით “ბიოწარმოების შესახებ”, რომლის თანახმად, დაუშვებელია ტერმინების “ბიო”, “ეკო”, “ორგანული” გამოყენებაიმ სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ნიშანდებაზე, რეკლამასა და კომერციულ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს ანმიღებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან და რომლის წარმოება არ ხდება ბიოწარმოების წესების შესაბამისად. დადგენილება 1 აგვისტოდან ძალაში შედის.

 

“”ბიოწარმოების შესახებ“ წესების მიზანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა; ასევე იმ მეწარმის დაცვა, რომელიც ამ წესების შესაბამისად აწარმოებს ბიოპროდუქტს, რათა სხვა პროდუქტს არ მიენიჭოს ბიოპროდუქტის სტატუსი.
ბიოპროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ან/და საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს.

წესები ვრცელდება ბიოპროდუქტზე, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ან გამიზნულია ბაზარზე გასატანად და რომლის წარმოებისა და დისტრიბუციის პირობები, ინსპექტირებისა და სერტიფიკაციის პროცედურები შეესამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს. ესენია: სურსათად განკუთვნილი პირველადი წარმოების პროდუქტი, ცხოველის საკვები და პირველადი პროდუქტის გადამუშავებით/დამზადებით მიღებული სურსათი, მათ შორის, ღვინო; ცხოველის საკვები; საფუარი, რომელიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაში”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ეს წესები არ ვრცელდება პირადი და ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ ბიოპროდუქტის წარმოებაზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო