მინისტრი მოჭიდავე დათუნაშვილს პრობლემის მოსაგვარებლად დიალოგს სთავაზობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ მიმართვას ეხმაურება. როგორც მინისტრმა განაცხადა, პრობლემის გადაჭრის გზას დიალოგსა და კომუნიკაციაში ხედავს.

მისი თქმით, მსგავსი პრობლემები ყოფილა სპორტში, თუმცა დიალოგის მეშვეობით დაძლეულა.

მინისტრის თქმით, მზად არის თვითონც ჩაერთოს ამ პროცესში.

ბატიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშნელოვანია, რომ სპორტსმენებს ჰქონდეთ მშვიდად ვარჯიშისა და ტურნირებისთვის მომზადების საშუალება.

ევროპის ორგზის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს და რჩევას ეკითხება: თუ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე გეგა გეგეშიძე დარჩება, როგორ მოიქცეს: კარიერა დაასრულოს, თუ სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.

მოჭიდავე ადამიანებს, ვინც მის მიმართ სოლიდარობა გამოხატა, მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და შეკითხვით მიმართავს.

ვდგები ორი არჩევანის წინაშე: დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო ქვეყნიდან წასვლაზე – დათუნაშვილი