ვაჟა ფანჩულიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე დავით შავლიაშვილი შეცვალა. შავლიაშვილმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე ვაჟა ფანჩულიძე ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.