აფხაზეთში საზოგადოებრივი თანხმობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საპრეზიდენტო კანდიდატებმა მზაობა გამოთქვეს “ძალისხმევის მაქსიმუმი გაიღონ ხალხის ნების უზრუნველსაყოფად და ქვეყანაში დემოკრატიისა და პოლიტიკური სტაბილურობის გასამყარებლად.” 

 

აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც 2011 წლიდან იკავებდა აღნიშნულ პოსტს, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე გადადგა. 


აფხაზეთი; ფოტო: http://polosbastards.com/