39 847 ევრო – პრეზიდენტ ზურაბიშვილის ფრანგული პენსია 2018 წელს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს დაგროვებითი პენსიიდან 39847,55 ევრო  მიიღო. 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ეს პრეზიდენტის ერთი წლის პენსიაა. შესაბამისად, ზურაბიშვილის დაგროვებითი პენსია თვეში 3320 ევროა. 

მანამდე, 11 იანვარს მან განაცხადა, რომ ის უკვე იღებს დაგროვებით პენსიას საფრანგეთში და ეს თანხა მისთვის სრულიად საკმარისია, ამიტომ მზადაა თავისი ხელფასი  გადარიცხოს ფონდში, რომლის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა.

თუმცა აქამდე ცნობილი არ იყო პრეზიდენტის ფრანგული პენსიის ოდენობა და ის ზურაბიშვილის ახალი ქონებრივი დეკლარაციით გახდა “ნეტგაზეთისთვის” ცნობილი.

ამავე დეკლარაციით, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე 15 დღეში -16 დეკემბერი 2018-31 დეკემბერი 2018- მან ანაზრაურების სახით 2891,42 ლარი მიიღო.

სხვა ცნობები მოკლედ პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაციიდან:

სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს:

[checklist]

[/checklist]

დეკლარაციის შევსების დროს [2019 წლის 30 იანვარი] პრეზიდენტს საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა:

[checklist]

[/checklist]

სალომე ზურაბიშვილი ფლობს შემდეგ უძრავ ქონებას:

[checklist]

ამავე თემაზე

პრეზიდენტმა დეკლარაციაში არ ასახა 40 000 ლარი, რომელიც თავის საარჩევნო ფონდს შესწირა